მაუწყებლის შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს:"პირველი არხი" (მაუწყებლობს 1956 წლიდან), "პირველი კავკასიური / Первый Кавказский" (მაუწყებლობს 2010 წლიდან) და “მეორე არხი” (1991 წლიდან), ასევე რადიოარხებს - საქართველოს რადიო-პირველი არხი FM 102.4 (1925 წლიდან) დარადიო ორი–ქართული რადიო FM 100.9 (1995 წლიდან).

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. მთავარ მისიას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება, მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება წარმოადგენს. ვრცლად →

სამეურვეო საბჭოს შესახებ

სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით. ვრცლად →


ახალი განცხადებები